ლუკაშენკო, საგანგებოდ, პუტინს შეხვდება

ალექსანდრე ლუკაშენკო მიმდინარე კვირას, სავარაუდოდ, 28 მაისს რუსეთს ეწვევა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართავს მოლაპარაკებას.

ამის შესახებ რუსული გამოცემა “კომერსანტი” მოსკოვსა და მინსკში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აღინიშნება, რომ წელს ეს ლუკაშენკოსა და პუტინის უკვე მესამე შეხვედრა იქნება. პირველი 22 თებერვალს სოჭში, ხოლო მეორე მოსკოვში – 22 აპრილს გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ ლუკაშენკოსა და პუტინის შეხვედრის შესახებ ინფორმაცია მინსკის აეროპორტში შექმნილი ვითარებიდან მეორე დღეს გაჩნდა.

Ryanair-ის რეისის იძულებით დაშვების საკითხმა და აეროპორტში 26 წლის ბელორუსელი ჟურნალისტის დაკავების საკითხმა მსოფლიო თანამეგობრობის შეშფოთება გამოიწვია, რომელსაც უწოდებენ ‘საჰაერო მეკობრეობას”, “ტერორიზმს”.

დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები მომხდართან დაკავშირებით ბელორუსის წინააღმდეგ ზომებზე იმსჯელებენ. ევროკავშირში გამოდიან ინიციატივით, რომ მოხდეს ბელორუსთან საჰაერო მიმოსვლის სრული შეწყვეტა და შარშან საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დაწესებული სანქციების მეოთხე ნაწილის ამოქმედება.

ამ ფონზე, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოძმე ბელორუსს “გასაჭირში არ დატოვებს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები