ლევან ნიკოლეიშვილი: გოლეთიანი დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია!

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი “ნამოხვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის მოწოდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

“ვინ, როგორ და რა მიზნით დაგეგმა ეს აქცია, ამით აუცილებლად შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ და არა მარტო უნდა დაინტერესდნენ არამედ სიმართლეც უნდა დაადგინონ და ასევე აუცილებლად უნდა უთხრან საზოგადოებას!

ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი, რომ არა მხოლოდ ნამახვანჰესის წინააღმდეგ პროტესტია, ესეც ნელ-ნელა უფრო ცხადი ხდება იმ ფონზე, როდესაც ორგანიზატორი ყმაწვილი, მუდმივად დედის კარნახით (ნინო ბურჯანაძე და ანზორ ბიწაძე გამახსენდა), ჯერ დედაქალაქის პარალიზებას აანონსებს, მერე უარს აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ქუჩაში ჩამოდი და იქ დავილაპარაკოთო… მერე კი მსვლელობას იწყებს თავისი მხარდამჭერებით, უფრო სწორედ აქეთ-იქით უაზროდ დაატარებს და სიტუაციის დაძაბვას ცდილობს, ბოლოს კი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი აღლუმის ჩაშლის მოწოდებით გამოდის, დამაფიქრებელია, ძალიან დამაფიქრებელია და სულაც არ მეჩვენება ეს ყველაფერი შემთხვევით!

ეს არ არის დემოკრატია და სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ამას სხვა რამე ჰქვია და ამ სხვა რამეს სხვა პასუხი უნდა გაეცეს!

ეს პასუხი კი შემდეგი უნდა იყოს – ერთხელ და სამუდამოდ წერტილი უნდა დაესვას ამ სხვადასხვა სცენარით ქვეყანაში ამ დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობებს!”,- წერს ნიკოლეიშვილი.

ცნობისთვის, ვარლამ გოლეთიანმა განცხადება გააკეთა: “მოვუწოდებთ საზოგადოებას, 26 მაისს არ მივიდნენ აღლუმზე, არამედ მოვიდნენ ჩვენთან და ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები