მედიცინის რამდენი მუშაკი გარდაიცვალა კორონავირუსით – ჯანმო ინფორმაციას აქვეყნებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსისგან, სულ მცირე, მედიცინის 115 ათასი მუშაკია გარდაცვლილი.

ამის შესახებ მან ჯანდაცვის მსოფლიო 74-ე ასამბლეის გახსნაზე განაცხადა.

“მიუხედავად იმისა, რომ აღრიცხვა არასრულია, მიგვაჩნია, რომ მინიმუმ 115 ათასმა სამედიცინო მუშაკმა, სხვების დასაცავად, ყველაზე მაღალი ფასი გადაიხადა. ჯანდაცვის მუშაკები ნამდვილი გმირები არიან”, – თქვა გებრეისუსმა.

მისივე თქმით, მთელს მსოფლიოში სამედიცინო მუშაკებს ხშირად არ აქვთ საკმარისი აღჭურვილობა და მედიკამენტები სიცოცხლეების გადასარჩენად, მათი შრომა საკმარისად ანაზღაურებული არ არის, მათ პატივს არ სცემენ და სამუშაო პირობებიც უსაფრთხო არ არის.

მსოფლიო ჯანდაცვის ასამბლეა 24 მაისიდან -1-ელ ივნისამდე ვირტუალურ ფორმატში ტარდება.

ასამბლეის 74-ე სესიის მთავარი თემაა არსებული პანდემიის რაც შეიძლება მალე დასრულება და შემდეგი პანდემიისთვის მომზადება გაცილებით ჯანმრთელი, უსაფრთხო და უფრო სამართლიანი სამყაროს შექმნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები