ხათუნა სამნიძე – “ნამოხვანჰესზე”: ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეკითხვებს პასუხი გასცეს

“არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ესმის”, – ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, ხათუნა სამნიძემ “ნამოხვანჰესთან” დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეკითხვებს პასუხი გასცეს.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლებას საკუთარი მოქალაქეების ესმის. რაც  უნდა პრობლემა იყოს ქვეყანაში, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, შეკითხვებს პასუხი გასცეს. ქვეყანაში, სადაც უამრავი ადამიანი აპროტესტებს კონკრეტულ საკითხს, ამაზე პასუხი უნდა იყოს, თუმცა, დღემდე პასუხები არ არსებობს. ბუნებრივია, ამას მოჰყვება პროტესტი, რომელსაც ვუყურებთ, აქ სხვადასხვა ტიპის განცხადებები ისმის. მაგრამ მთავარი პრობლემა, რომელიც დგას, აუცილებლად გადასაჭრელია, ეს არის ხელისუფლების მხრიდან ადეკვატური რეაგირება და შეკითხვებზე პასუხის გაცემა”, – განაცხადა სამნიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები