თბილისში, კრწანისის ქუჩაზე ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ადამიანი მოკლეს, დაჭრილია სამი პირი.
როგორც “კვირას” უწყებაში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.
ამასთან, შსს-ს ცნობით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით საქმეზე ერთი პირია დაკავებული. ამ ნაწილში გამოძიება 336-ე მუხლით დაიწყო.