22-23 მაისს, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პოლიტიკური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილი, გენერალური მდივანი კახა კალაძე, აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე და რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, პარტიის ადგილობრივ ხელმძღვანელებთან ერთად, აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების პარტიულ აქტივს შეხვდებიან.
სხვადასხვა თემასთან ერთად, შეხვედრებზე განიხილება მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები.
22 მაისს შეხვედრა გაიმართება ქალაქ ბათუმში, ხოლო 23 მაისს – ქალაქ ზუგდიდში.