პაატა იმნაძე: ილონ მასკის სისტემამ ხომ გაჭედა? ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული

“ილონ მასკის სისტემამ ხომ გაჭედა? ვაქცინაციაზე ყველაფერი ხდება, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ვებინარზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველა ქვეყანაში ხდება.

„ახალ ამბებს ხომ ეცნობით ხოლმე? ილონ მასკის სისტემამ ხომ გაჭედა? ვაქცინაციაზე თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ, ამერიკაში რომ დაიწყო ვაქცინაცია, სისტემამ როგორ გაჭედა, ჩეხეთშიც გაჭედა სისტემამ. ყველაფერი ხდება, ტექნიკაა, კომპიუტერი, ელექტრონიკა, უამრავი ბაზაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ეს ყველა ქვეყანაში ხდება, ამაზე ცარიელ ადგილზე ნუ ავაგორებთ ზვავს, რომ გაჭედა, რაღაც საშინელება მოხდა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები