კარლ ჰარცელი: ის, რომ პარტიებმა საარჩევნო რეფორმის შესახებ დოკუმენტზე ერთობლივად იმუშავეს, ძალიან კარგი სიგნალია, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს

“ის, რომ პარტიებმა საარჩევნო რეფორმის შესახებ დოკუმენტზე ერთობლივად იმუშავეს, ძალიან კარგი და ძლიერი სიგნალია, რომ მოვლენები სწორი მიმართულებით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, განხილვები პარლამენტში გაგრძელდება.

„ველით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ის, რომ პარტიებმა ერთობლივად იმუშავეს მასზე, არის ძალიან კარგი და ძლიერი სიგნალი, რომ სწორი მიმართულებით მიმდინარეობს მოვლენები, გაგრძელდება განხილვები პარლამენტში და პროცესი წინ მიდის. იმედი მაქვს, რომ მასზე მუშაობა პარლამენტში გაგრძელდება”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საარჩევნო რეფორმის შესახებ დოკუმენტი რეკომენდაციებისთვის ვენეციის კომისიას 20 მაისს გადაეგზავნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები