ლევან ნიკოლეიშვილი: არცერთი ადამიანი არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინც “ნაცრეჟიმმა” იმსხვერპლა
“დღეს 20 მაისია, დღე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა მორიგი ადამიანი იმსხვერპლა. სწორედ ამ დღეს, რეჟიმის კრიმინალი ლიდერების ბრძანებით სიცოცხლეს გამოასალმეს გია კრიალაშვილი, ქართველი გმირი სამხედრო”, – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, “ნაცრეჟიმმა” არაერთი ადამიანი იმსხვერპლა.
“დღეს 20 მაისია, დღე, როდესაც სააკაშვილის რეჟიმმა მორიგი ადამიანი იმსხვერპლა. სწორედ ამ დღეს, რეჟიმის კრიმინალი ლიდერების ბრძანებით, სიცოცხლეს გამოასალმეს გია კრიალაშვილი, ქართველი გმირი სამხედრო. მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ დადგეს სპექტაკლი და შემდეგ ითამაშეს “მკაცრი უფროსების” როლი. არცერთი ადამიანი არ უნდა დაგვავიწყდეს, ვინც ნაცრეჟიმმა იმსხვერპლა, ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ხალხი ყველანაირი მეთოდით ისევ იბრძვის ძალაუფლების დასაბრუნებლად, რომ ისევ მოკლან, ისევ აწამონ, ისევ გადაავსონ ციხეები პატიმრებით! ამას ქართველი ხალხი აღარ დაუშვებს!”, – წერს ნიკოლეიშვილი.