ალუდა ღუდუშაური: თუ „ლელოს“ სურს, ჰქონდეს პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთოს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, თუ „ლელოს“ სურს, ჰქონდეს პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთოს.
მისივე თქმით, დაუსაბუთებელი განცხადებების კეთება არასწორია.
„არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ვისაუბროთ უარგუმენტოდ არა თუ ცესკო-ს თავმჯდომარეზე, არამედ არცერთ პირზე. ჩვენ შევეჩვიეთ, რომ ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას, რაც ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. თუ „ლელოს“ სურს, ჰქონდეს პრეტენზია ცესკო-ს თავმჯდომარის მისამართით, ეს უნდა დაასაბუთოს და ამის უნიკალური შესაძლებლობაა საგამოძიებო კომისია“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.