მაია ბითაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს – ევან ელიოტსა და მაკენზი როუს შეხვდა.

„გავაცანით ჩვენი კომიტეტის სამომავლო გეგმები, ვისაუბრეთ ქალაქებში გარემოსდაცვით საკითხებზე, მწვანე ეკონომიკის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, განვიხილეთ დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმები და მათი ეფექტიანი აღსრულების აუცილებლობა.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სეპარაციის საკითხსა და მის მნიშვნელობაზე, ასევე, იმ წამახალისებელი მექანიზმების შემუშავებაზე, რომლებიც უნდა დაწესდეს, რომ მოსახლეობა ჩაერთოს ნარჩენების სეპარაციის პროცესში”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ კომიტეტი, გეგმებიდან გამომდინარე, დატვირთულ რეჟიმში მუშაობს და, შესაბამისად, ოპოზიციის უფრო აქტიური ჩართულობა და გარემოს დაცვით საკითხებზე კანონმდებლობის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება – მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები