კარლ ჰარცელი: თამარ ჟვანიას პოზიციაზე დისკუსიები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ არის
“თამარ ჟვანიას პოზიციაზე დისკუსიები 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი არ არის”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისივე თქმით, პროცესი იმედისმომცემად გამოიყურება.
„გუშინდელ შეთანხმებაზე ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ, როგორც ჩანს, პაკეტის ირგვლივ მხარეებს შორის ფართო კონსენსუსია მიღწეული. ვიმედოვნებ, ეს არის 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით. ახლა გაგზავნილია ვენეციის კომისიაში, რათა კანონპროექტი შემოწმდეს და გაიცეს რეკომენდაციები პროცესის დასრულებისთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ პროცესი გამოიყურება იმედისმომცემად. იყო დისკუსიები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პოზიციებთან დაკავშირებით, მაგრამ თამარ ჟვანიას პოზიციაზე დისკუსიები არ არის 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი. დისკუსიების გაგრძელება დამოკიდებულია პარტიებზე“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.