კარლ ჰარცელი: ახლა მიდის შერჩევისა და დანიშვნების პროცესი, რამაც უნდა გაზარდოს ნდობა სასამართლოს მიმართ

‘ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ იქნება განხორციელებული სასამართლო რეფორმა”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა მიდის შერჩევის და დანიშვნების პროცესი, რამაც უნდა გაზარდოს ნდობა სასამართლოს მიმართ.

„შეთანხმების მეორე ძირეული კომპონენტი იყო სასამართლო რეფორმა. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ, ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს იმას, თუ როგორ იქნება ეს განხორციელებული. ახლა მიდის შერჩევისა და დანიშვნების პროცესი როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, რამაც უნდა გაზარდოს ნდობა სასამართლოს მიმართ და სხვა ტიპის რეფორმების მიმართ“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს – „საქართველოს წინსვლის გზა“ პარტიებმა ხელი ოფიციალურად 19 აპრილს მოაწერეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები