კარლ ჰარცელი: ველოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ მათ ვნახავთ პარლამენტში
“ველოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ მათ ვნახავთ პარლამენტში”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილების პროცესი და ეს უკვე არის რეალური ნაბიჯი იმისთვის, რომ პარლამენტმა სრული შესაძლებლობებით იმუშაოს.
„პოზიტიურად ვუყურებ ამ ყველაფერს იქედან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს შეთანხმების განხორციელება. პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ოპოზიციას, ასევე – მმართველ პარტიას. მიმდინარეობს ძალაუფლების გადანაწილების პროცესი და უკვე არის რეალური ნაბიჯი იმისთვის, რომ პარლამენტმა სრული შესაძლებლობებით იმუშაოს. ჩვენ ველოდებით „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას და იმედი გვაქვს, რომ მათ ვნახავთ პარლამენტში, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მათი მონაწილეობა განხილვებში“, – განაცხადა ჰარცელმა.