კრიმინალებს ციხის არ ეშინიათ, მათთვის იქ ყოფნა ბუნებრივი მოვლენაა – სოზარ სუბარი სააკაშვილის განცხადებაზე

ციხის შიში არა ნიკა მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ გააქრო, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარმ, სოზარ სუბარმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც უკრაინაში ნიკა მელიას ვიზიტისას თქვა, რომ მელიამ „ციხის შიში გააქრო“.

მისი თქმით,  სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგადაც ციხეებში სრულად აღმოიფხვრა პატიმრების წამების და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულებრივი პრაქტიკა.

„ციხის შიში არა ნიკა მელიამ, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ გააქრო. სისტემაში, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს პატიმრებისთვის იყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, ახლა დაცულია ადამიანების ყველა ფუნდამენტური უფლება. არ არსებობს არც ერთი ფაქტი, ან ციხის ადმინისტრაცია, ან რომელიმე თანამშრომელი პატიმარს ეპყრობოდეს უხეშად. ეს სწორედ მმართველი გუნდის მონაპოვარია და ამ მოცემულობას არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია ადასტურებს. რაც შეეხება კრიმინალი სააკაშვილის განცხადებას, ცხადია, კრიმინალებს ციხის არ ეშინიათ, მათთვის იქ ყოფნა ბუნებრივი მოვლენაა და გაქცეული პრეზიდენტისგან ეს წამოცდენა მისი კრიმინალური აზროვნების კიდევ ერთი დადასტურებაა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები