იაგო ხვიჩია: „ევროპულ საქართველოს“ უნდა, ყველაზე პრინციპული დარჩეს, არადა, მისი პარტიიდან გასული ხალხის უმრავლესობა პარლამენტშია

“შარლ მიშელის დოკუმენტისგან გასამიჯნი „ევროპულ საქართველოს“ არაფერი სჭირს, ისინი ამ დოკუმენტთან არასდროს ახლოს არ ყოფილან. შესაბამისად, არ მგონია, რომ გამიჯვნის მიზანი ეს იყოს”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ „ევროპული საქართველოს“ პარლამენტში არშესვლაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ევროპულ საქართველოს“ უნდა, ყველაზე პრინციპული დარჩეს, თუმცა, მისი პარტიიდან გასული ხალხის უმრავლესობა პარლამენტშია.

„შარლ მიშელის დოკუმენტისგან გასამიჯნი „ევროპულ საქართველოს“ არაფერი სჭირს, ისინი ამ დოკუმენტთან არასდროს ახლოს არ ყოფილან. შესაბამისად, არ მგონია, რომ გამიჯვნის მიზანი ეს იყოს. ვფიქრობ, „ევროპულ საქართველოს“ უნდა ნარატივი, რომ თვითონ ყველაზე პრინციპული დარჩა და არაფერს ხელი არ მოაწერა მიუხედავად იმისა, რომ მისი პარტიიდან გასული ხალხის უმრავლესობა უკვე პარლამენტშია. კარგად არ ვიცნობ ბატონ ნაკაიძეს, რომ მასზე უფრო დეტალურად გესაუბროთ, გავიცნობ და მერე რამდენიც გინდათ, ვისაუბროთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ტარიელ ნაკაიძემ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების შესახებ განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ევროპულმა საქართველომ” საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი თქვა. მან “ევროპული საქართველო” გუშინ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები