ალუდა ღუდუშაური: “ევროპულმა საქართველომ” იმდენი მოახერხა, რომ საბოლოოდ გადაიქცა ერთი კაცის პარტიად
“ევროპული საქართველო”, პრაქტიკულად, დაშლილია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველო” ერთი კაცის პარტიად გადაიქცა.
“ევროპულმა საქართველომ” იმდენი მოახერხა, რომ, როგორც იქნა, საბოლოოდ გადაიქცა და ჩამოყალიბდა ერთი კაცის პარტიად. პრაქტიკულად, დაშლილია ეს პარტია, რომელშიც მთელი ძალისხმევა რადიკალური ჯგუფებისა, როგორც ვხედავთ, მიმართული იყო იქითკენ, რომ როგორმე ეს პარტია ერთი კაცის პარტიად გადაქცეულიყო. თქვენ იცით, რომ ვისაც აქვს მანდატი, შესაბამისად, იმას სრული უფლება აქვს, რომ განახორციელოს საქმიანობა პარლამენტში. ამდენად, შეთანხმებას თუ არ აწერს ბოკერია ხელს, ეს არაფერს უშლის ხელს, რომ ნაკაიძემ განახორციელოს საქმიანობა პარლამენტში”, – განაცხადა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შედის. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ტარიელ ნაკაიძე „ევროპულ საქართველოს“ ტოვებს და პარლამენტში შედის.