ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი მოკლეს

სოხუმში, იმამ შამილის ქუჩაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ძმის შვილი ქემალ არძინბა მოკლეს. ამის შესახებ ე.წ. გენერალური პროკურატურა იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ქემალ არძინბა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დე ფაქტო უწყებაში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის აუცილებელი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს დამნაშავე პირთა გამოსავლენად.

მომხდარზე სხვა კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები