ლევან ნიკოლეიშვილი – სააკაშვილს: თითოეული ადამიანი გვახსოვს, რომელიც შენმა პოლიციამ მოკლა და არასოდეს დაგვავიწყდება, სანამ პირში სული გვიდგას

“ამ ჯამბაზს ქართველი ხალხი მოკლე მეხსიერების მქონე ჰგონია. მიშა, თითოეული ადამიანი გვახსოვს, რომელიც შენმა პოლიციამ მოკლა და არასოდეს დაგვავიწყდება, სანამ პირში სული გვიდგას”, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის Facebook-სტატუსს.

“პოლიციის ფოტო გამოაქვეყნა გაქცეულმა კრიმინალმა სააკაშვილმა, ჩემს დროს მოწესრიგებული იყო და ახლა ნახეთ, რა დღეშიაო… ჯერ ერთი, ეს მეორე ფოტო მისივე დროინდელია, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ამ ჯამბაზს ქართველი ხალხი მოკლე მეხსიერების მქონე გონია… მიშა, თითოეული ადამიანი გვახსოვს, რომელიც შენმა პოლიციამ მოკლა და არასოდეს დაგვავიწყდება, სანამ პირში სული გვიდგას. შენ იყავი შემოქმედი იმ პოლიციური რეჟიმის, რომელიც ადამიანებს ქუჩებში უმოწყალოდ ხოცავდა და არ გაგივა ეგ მასხარაობა სოციალურ ქსელებში”, – წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები