გივი მიქანაძე: კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი, რომელსაც კონკურენციას ვერცერთი ოპოზიციური კანდიდატი ვერ გაუწევს

“კახა კალაძე გამორჩეული ლიდერია, რომელთან ახლოსაც ვერცერთი ოპოზიციური კონკურენტი არჩევნებში კონკურენციის Კუთხით, თუკი საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის იყრის კენჭს თბილისის მერობაზე”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კალაძის ხელმძღვანელობით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.

“პირდაპირ გეტყვით, რომ კახა კალაძე არის “ქართული ოცნების” ერთ-ერთი გამორჩეული და ღირსეული ლიდერი, რომელმაც თავისი საქმიანობით, ეს იყო საკანონმდებლო დონეზე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში თუ მერის რანგში, დაამტკიცა, რომ ეს არის უაღრესად ნიჭიერი ლიდერი, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშ უამრავი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, იმ სიკეთეებსა და იმ სიახლეებს, რომელიც მისი ხელმძღვანელობის პერიოდში ხორციელდება და გრძელდება.

კახა კალაძე არის გამორჩეული ლიდერი, რომელსაც ნებისმიერი ოპოზიციური კონკურენტი ახლოსაც კი ვერ მიუვა არჩევნებში, თუკი საბოლოოდ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომ კახა კალაძე იყრის კენჭს თბილისის მერობაზე. არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი თუ ცალკე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილი კანდიდატები”, – განაცხადა მიქანაძემ “რუსთავი ორის” ეთერში საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები