იაგო ხვიჩია: კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია და საპარლამენტო მუშაობა გავაგრძელოთ
“კოლეგებს ვურჩევდი, დროზე მიხურონ საგამოძიებო კომისია და საპარლამენტო მუშაობა გავაგრძელოთ”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, უშინაარსო ღონისძიებაში მონაწილეობა არ სურს.
,,ახლა დროებით საგამოძიებო კომისიას არანაირი შინაარსი არ აქვს. არც მაშინ ჰქონდა, როცა ის შექმნეს. ორი თვეა, კომისია არსებობს და ერთი წუთიც არ ყოფილა ისეთი, როცა კომისიას შინაარსი ჰქონდა. უშინაარსო ღონისძიებაში მონაწილეობა არ მინდა. ჩემს კოლეგებსაც ვურჩევდი, დროზე მიხურონ კომისია და გავაგრძელოთ საპარლამენტო მუშაობა. ჩემი პოზიცია სულ ემთხვეოდა ჩვენი საერთაშორისო მეგობრების, ფასილიტატორებისა და მედიატორების პოზიციას. ფაქტობრივად, დღეც არ ყოფილა ისეთი, რომ ჩვენ სხვანაირი რამ გვეთქვას და ისინი წინააღმდეგობაში ყოფილიყვნენ. ჩვენმა მეგობრებმა ამ არჩევნებთან დაკავშირებით გამოაქვეყნეს და ჩამოაყალიბეს საკუთარი პოზიცია ყველა ფორმით. ჩვენ მიერ შექმნილი კომისია, რა შემადგენლობითაც არის შექმნილი, ამის საწინააღმდეგოს ვერაფერს დაადასტურებს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.