„პარლამენტში მათი შემოსვლა-არშემოსვლის საკითხი დამოკიდებულია, რას უბრძანებს უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი”

„პარლამენტში მათი შემოსვლა-არშემოსვლის საკითხი დამოკიდებულია, მათ რას უბრძანებს უცხო ქვეყნის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და პარტიის სხვა წევრების კიევში გამგზავრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ღუდუშაურის თქმით, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დირექტივების მისაღებად ჩავიდნენ.

„პარლამენტში მათი შემოსვლა-არშემოსვლის საკითხი დამოკიდებულია, მათ რას უბრძანებს უცხო ქვეყნის მოქალაქე სააკაშვილი. ფარსია, თითქოს, „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა დაეკითხოს ამასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭოს, საზოგადოებას, რადგან ნათლად დავინახეთ, რომ ეს არის ერთი დიდი ტყუილი. სააკაშვილი ჩვენი ქვეყნის სასამართლოს მიერ არის მსჯავრდებული არაერთ ეპიზოდში. ის არის უცხო ქვეყნის მოქალაქე და ძალიან საინტერესოა, სააკაშვილი პოლიტსაბჭოა, საზოგადოება თუ რომელ ფენას წარმოადგენს, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის დე-იურე ხელმძღვანელები მიდიან დირექტივების მისაღებად ადამიანთან, რომელიც არც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და არც ჩვენი ქვეყნის საქმეებში აქვს რაიმე საქმე. თუ მას სურდა, ჩართული ყოფილიყო პროცესებში, არ უნდა მოესროლა და მიეგდო ის პასპორტი, რის რიგშიც დგანან ადეიშვილი და, ალბათ, ეს რიგი კიდევ გაგრძელდება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები