პეკინის გამზირზე ხანძრის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა
ახალგაზრდა გოგო, რომელიც თბილისში, პეკინის გამზირზე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის დროს ბინიდან გადავარდა, გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი მეხუთე სართულზე ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ხანძრისას ის აივნიდან გადავარდა.
დაშავებული ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იყო მოთავსებული.
შეგახსენებთ, რომ პეკინზე საერთო საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.