ჯო ბაიდენი: მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს

მომდევნო ექვსი კვირის განმავლობაში, აშშ სხვა ქვეყნებს ვაქცინის 80 მილიონ დოზას გაუზიარებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ში წარმოებულ AstraZeneca-ს ვაქცინებს მას შემდეგ გაანაწილებენ, როდესაც აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია მას დაამტკიცებს.

„დღეს ჩვენ დამატებით ნაბიჯს ვდგამთ მსოფლიოს დასახმარებლად. ჩვენ ვიცით, რომ ამერიკა არასდროს იქნება უსაფრთხოდ, სანამ პანდემია, რომელიც გლობალური მასშტაბით იზრდება, არ გაკონტროლდება. საზღვარგარეთ ვირუსის ახალი ვარიანტების რიცხვი შეიძლება გაიზარდოს, რამაც საფრთხის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მსოფლიოს ამ დაავადებასთან ბრძოლაში, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები