არჩილ თალაკვაძე: მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება გახლავთ, რომ შს მინისტრი პირადად ჩავიდა დმანისში და სამინისტრომ დამატებითი დანაყოფის მობილიზაციაც უზრუნველყო

“დარწმუნებული ვარ, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც კანონი დაარღვია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავ სტრუქტურებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ.

„მაღალი პასუხისმგებლობის დემონსტრირება გახლავთ, რომ შს მინისტრი პირადად ჩავიდა ადგილზე და როცა აუცილებელი იყო, შს სამინისტრომ დამატებითი დანაყოფის მობილიზაციაც უზრუნველყო. არ ვფიქრობ, რომ ამ ადამიანებმა პასუხი არ აგეს, ეს არ იქნება ობიექტური შეფასება. დარწმუნებული ვარ, პასუხისგებაში მიეცემა ყველა, ვინც კანონი დაარღვია. საჯაროდ ის ჩანაწერები ვნახეთ, სადაც ცალსახაა, რომ ადგილი ჰქონდა ძალადობას და არაერთი ადამიანი მონაწილეობდა ინციდენტში. ამას სჭირდება გამოძიება, პოლიციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. გამოძიება დაიწყო, მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვები მიმდინარეობდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები