არჩილ თალაკვაძე: ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია და ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის
“ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია და ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე მოხდა.
„რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შეფუთვა და მისი გატანა, როგორც ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირება, მიუღებელია და ეს დამაზიანებელია ჩვენი საზოგადოებისთვის. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა ოპონენტების მხრიდან. სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპონენტები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეცდომაში შეიყვანონ საზოგადოება და როგორმე საკუთარი სახელმწიფო, ინსტიტუტები დააზიანონ. რეალურად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეს იყო ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტი. პოლიციასა და სამართალდამცველებს აქვთ საკანონდებლო ორგანოს სრული მხარდაჭერა, რათა აღსრულდეს კანონი და ის, ვინაც დაარღვია, იძალადა, კანონის შესაბამისად უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.