ვახტან გომელაური: დმანისში დამატებითი ძალების შეყვანის შემდეგ ვითარება განიმუხტა
“ძალიან სწრაფად შეიკრიბა ხალხი. ქაოსური ვითარება ძალიან სწრაფად შეიქმნა”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელიც დმანისში ჩავიდა.
მისი თქმით, დმანისში დამატებითი ძალების შეყვანის შემდეგ ვითარება განიმუხტა.
„ძალიან სწრაფად შეიკრიბა ხალხი. ქაოსური ვითარება ძალიან სწრაფად შეიქმნა. გუშინდელი დღის შემდეგ პოლიციის რიგები იყო გაძლიერებული. მეტი ძალა იყო შემოყვანილი, თუმცა, ეს ძალები არ აღმოჩნდა საკმარისი ამ შემთხვევაში. რეალურად, თუ მშვიდობიან დროს დმანისში მაგალითად 20 პოლიციელია, ახლა გაათმაგებული რაოდენობა იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამხელა მასის კონტროლი. დმანისში დამატებითი ძალების შეყვანის შემდეგ ვითარება განიმუხტა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
ინციდენტი გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესაც გრძელდება.