“რამე უბედურება ხდება ქუჩაში?” – დმანისში სუს-ის უფროსიც ჩავიდა

“ახლა რამეს ხედავთ, რომ რამე უბედურება ხდება ქუჩაში? თუ რა უნდა განიმუხტოს?”, – აღნიშნული კომენტარი სუს-ის უფროსმა ჟურნალისტებთან დმანისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც ამ დროისთვის ვითარება განმუხტულია.

გრიგოლ ლილუაშვილი ვახტანგ გომელაურთან ერთად ადგილზე იმყოფება.

“ახლა რამეს ხედავთ, რომ რამე უბედურება ხდება ქუჩაში? თუ რა უნდა განიმუხტოს? მიდის მუშაობა და დაგვაცადეთ. არაფერი არ მოხდება. რომ არ ვცდილობდეთ განმუხტვას, გვიხარია ამ საკითხებზე საუბარი ან ჩამოსვლა? ვმუშაობთ. არ არის არაფერი მართული”, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.

ინციდენტი გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესაც გრძელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები