ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი: ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დმანისში საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა
“ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა”, – ამის შესახებ ქვემო ქართლის პოლიციის უფროსმა, ლაშა გოგნიაშვილმა ჟურნალისტებს დმანისში განუცხადა.
მისივე თქმით, ადგილზე ვითარება განმუხტულია.
„შსს, თითოეული დანაყოფის თანამშრომელი მაქსიმალურად ვცდილობდით და ვაკეთებდით ყველაფერს, რომ შეხლა-შემოხლა არ მომხდარიყო. განვაიარაღეთ ყველა და ყველაფერი გავაკეთეთ, რომ საზოგადოებრივი მშვიდობა შეგვენარჩუნებინა. ვითარება განმუხტულია. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალიან ბევრი თანამშრომელია აქ, ადგილზე. გუშინაც იყო, დღესაცაა“, – განაცხადა ლაშა გოგნიაშვილმა.
ინციდენტი გუშინ დმანისში, ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა და ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. დაპირისპირება დღესაც გრძელდება.