“ეს კონფლიქტი პირველი შემთხვევა არ არის, როცა “ნისიას” არ აძლევენ, ჯგუფურად მოდიან და ჩხუბს იწყებენ” – დმანისში დაპირისპირება გრძელდება
დმანისში მოსახლეობის ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება გრძელდება.
ერთ-ერთი ადგილობრივის ინფორმაციით, კონფლიქტი პირველი შემთხვევა არ არის და დამნაშავეები უნდა დაისაჯოს.
“ეს კონფლიქტი პირველი შემთხვევა არ არის – ორი მაღაზიის უფროსი ადრეც ნაცემი ჰყავთ, როცა “ნისიას” არ აძლევენ, ჯგუფურად მოდიან და ჩხუბს იწყებენ. როცა დაპირისპირება დაიწყო, პოლიცია მალევე მოვიდა. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, თორემ ეს დაპირისპირებები არასდროს დამთავრდება”, – აცხადებს ადგილობრივი.
შეგახსენებთ, დმანისში მოსახლეობის ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. თავდამსხმელები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები. დაპირისპირებული მხარეების ყველა წევრი პოლიციაში გუშინ დაკითხეს, გამოკითხვები დღესაც გრძელდებოდა, რა დროსაც დაპირისპირება ისევ დაიწყო.