ისრაელის ქალაქ გივათ-ზეევში სინაგოგაში ტრიბუნის ჩამოშლას ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი კი 219-მდეა გაზრდილი.
The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, 15 ადამიანის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დანარჩენები საშუალო სიმძიმის ტრავმებით არიან ჰოსპიტალიზებულნი.
მედიის ცნობით, შემთხვევის დროს სინაგოგაში 600-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ისრაელში ტრიბუნის ჩამოშლის ეს უკვე მეორე შემთხვევაა უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში.
30 აპრილს მერონის მთაზე რელიგიურ დღესასწაულზე 45 ადამიანი დაიღუპა, 150-მდე დაშავდა.