თბილისში, ლოტკინის გორაზე ხანძარი იყო

თბილისში, ლოტკინის გორაზე ხანძარი იყო. ლაითურის ქუჩაზე ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. ცეცხლი შენობის მეორე სართულს ეკიდა.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველების ხუთი ჯგუფი მუშაობდა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები