ალუდა ღუდუშაური: საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, საარჩევნო რეფორმაზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია.

მისივე თქმით, დარჩენილი რამდენიმე საკითხი მხარეებს შორის სავარაუდოდ შემდეგ კვირაში შეთანხმდება.

„საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი აქტიურად არის ჩართული. პრაქტიკულად შეთანხმება, როგორც უკვე გაცხადებული არის, მიღწეულია. დარჩენილი არის რამდენიმე საკითხი, რომლებიც, ვფიქრობ, იმ კვირაში აუცილებლად შეთანხმდება. დარჩენილ საკითხებთან მიმართებით ისეთი წინააღმდეგობრივი პოზიციები, რომლებიც შეთანხმების მიღწევას გააძნელებს, პრაქტიკულად გამორიცხულია. ამდენად, მე დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება შეჯერება და ჩვენ მივიღებთ გამართულ, კიდევ უფრო მეტად დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ საარჩევნო კანონმდებლობას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები