გია ბარამიძე: ზურაბ ადეიშვილმა საქართველოსთვის იმდენი რამ გააკეთა, მთელი ,,საქოცეთის” პარლამენტი ერთად რომ შეკრიბო და ასი წელი აცხოვრო, იმის ნახევარს ვერ გააკეთებენ
“თუ ზურაბ ადეიშვილმა დროებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს ამ რეჟიმის კისერზეა და იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რომ ზურას საქართველო არ უყვარს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ბარამიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადეიშვილმა საქართველოსთვის იმდენი რამ გააკეთა, მთელი ,,საქოცეთის” პარლამენტი ერთად რომ შეკრიბო და ასი წელი აცხოვრო, იმის ნახევარს ვერ გააკეთებენ.
„ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ზურაბ ადეიშვილი და ისეთი ადამიანები, რომლებიც ჩვენი მთავრობის აქტიური წევრები იყვნენ, 2012 წლიდან პოლიტიკური დევნის ქვეშ არიან. მათი დაკავებისა და შევიწროებისთვის ამ რეჟიმმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა დაზ ბუნებრივია, ის ხედავს, რომ ამ ვითარებაში საქართველოში რამის გაკეთების საშუალება არ ექნება. ის ამდენი ხანია, უცხოეთშია და სჭირდება, რომ ჰქონდეს მოქალაქეობა, რომელიც საშუალებას მისცემს, საქმე აკეთოს, იმუშაოს და თუ მან დროებით ეს გადაწყვეტილება მიიღო, ეს სწორედ ამ რეჟიმის კისერზეა და იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს, რომ ზურას საქართველო არ უყვარს, ან ვინმეზე ნაკლები საქართველოს მოქალაქეა. მან ამ ქვეყნისთვის იმდენი რამ გააკეთა, მთელი ,,საქოცეთის” პარლამენტი ერთად რომ შეკრიბო და ასი წელი აცხოვრო, იმის ნახევარს ვერ გააკეთებენ“, – განაცხადა ბარამიძემ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ყოფილ მთავარ პროკურორს, ზურაბ ადეიშვილს, მისივე მოთხოვნით, საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა.