თამარ გაბუნია: წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ლიეტუვისგან „ასტრაზენეკას“ დოზებს მიღებს
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, წინასწარი ინფორმაციით, საქართველო ლიეტუვისგან „ასტრაზენეკას“ დოზებს მიღებს.
მისივე თქმით, ინფორმაცია დაზუსტდება.
„დეტალები დაზუსტდება, რომელი ვაქცინა იქნება. 15 000 დოზა ბევრი არ არის, თუმცა, მადლობელი ვართ ამ დონაციისთვის. გადანაწილდება იმგვარად, რა ეტაპითაც მიმდინარეობს ვაქცინაციის პროგრამა. წინასწარი ინფორმაციით, საუბარია „ასტრაზენეკაზე“. დეტალები დაზუსტდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ლიეტუვამ საქართველოსთვის ვაქცინის 15 000 დოზა გამოყო.