ანრი ოხანაშვილი: მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს გავაგზავნით
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში საარჩევნო რეფორმებთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს გააგზავნიან.
„მომავალ კვირას ვენეციის კომისიაში შემუშავებულ ერთ კანონპროექტს გავაგზავნით. პარალელურად, ვგეგმავთ, სავალდებულო კომიტეტებზე დაიწყოს კანონპროექტის განხილვა, შემდეგ ვენეციის კომისიას დაველოდებით და არ გავიტანთ ამ კანონპროექტს მეორე მოსმენით, ვიდრე არ გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო პოზიცია“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.