საქართველოს ბანკი ბიზნესს აგრომეურნეობის დაზღვევას სთავაზობს

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის სანდო პარტნიორი, მისთვის სიახლეების შეთავაზებას განაგრძობს. იმისათვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულმა ბიზნესებმა შეძლონ მოსავლის დაზღვევა და დაგეგმილი ფინანსური სარგებლის მიღება, ამისათვის ბანკი მათ სწორ გადაწყვეტილებას – ალდაგის  აგროდაზღვევას სთავაზობს.

საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად აგრობიზნესებისთვის შექმნილი პროდუქტი მოსავლის შემდეგ კატეგორიებზე ვრცელდება:

  • ვაზი;
  • მარცვლეული კულტურები;
  • პარკოსანი კულტურები;
  • ბოსტნეული კულტურები;
  • ბაღჩეული კულტურები;
  • ხეხილი;
  • კენკროვანი კულტურები;
  • კაკლოვანი კულტურები;
  • სუბტროპიკული კულტურები;
  • ციტრუსი;

აგრობიზნესების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტი შემდეგი რისკების დაზღვევას ითვალისწინებს:

  • სეტყვა;
  • წყალდიდობა;
  • ქარიშხალი;
  • საშემოდგომო ყინვა (ციტრუსისთვის)

„იმისთვის რომ სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული ჩვენი პარტნიორი ბიზნესები კიდევ უფრო მშვიდად და დაზღვეულად გრძნობდნენ თავს გაუთვალისწინებელი რისკებისგან, ჩვენ მათ აგროდაზღვევა შევთავაზეთ. პროდუქტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბიზნესის განვითარებაში, ვინაიდან მისი დახმარებით კიდევ უფრო მარტივი ხდება ისეთი ფაქტორების წინასწარ გათვლა და დაგეგმვა, როგორიცაა მოსალოდნელი მოსავალის თუ შემოსავალის მოცულობა. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სიახლეების დანერგვასა და ბიზნესისთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების შეთავაზებას“,- განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

პროდუქტზე დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3eMCF2E

R

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები