საქართველოში კორონავირუსის 1 390 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1070 პირი
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 390 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 070 პაციენტი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 327 831 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 307 334, გარდაიცვალა 4 397 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.