გურამიშვილის გამზირზე გვიან ღამით ხანძარი იყო
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გვიან ღამით ხანძარი იყო.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა და კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
როგორც ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძრის ლიკვიდაცია მალევე მოხერხდა, შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო სამაშველო ბრიგადა, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულოს ეკიპაჟები.