ქეთევან კოვზიაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს: ჩემი გაქცევის კადრებს ველოდები სიუჟეტში 

თუ ჟურნალისტი პრიორიტეტს სწორად ვერ საზღვრავს, არ მაქვს ვალდებულება მას ველოდო, – წერს სოციალურ ქსელში შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ქეთევან კოვზიაშვილი.

მისი თქმით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის და “ტვ პირველის” სასამართლოს მოსამზადებელი პროცესის დასრულების შემდეგ „ტვ პირველის“ ჟურნალისტს კომენტარის მიცემაზე დათანხმდა, თუმცა ჩასაწერად გამზადების შემდეგ ჟურნალისტისთვის პრიორიტეტული სხვა რესპონდენტი აღმოჩნდა.

“მე მას ავუხსენი, რომ სამსახურში მეჩქარებოდა და დიდხანს ვერ დაველოდებოდი, მიუხედავად ამისა, მან ოპერატორთან ერთად ტერიტორია დატოვა”, – წერს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი.

რაც შეეხება ჩვენებას, იგი ადასტურებს, რომ სასამართლოში ნამდვილად გამოიკითხა.

“ყველაზე უხერხული ამბავი ის არის, რომ ტყუილს ტყუილზე ისე ამატებენ რომ ოდნავი სირცხვილის გრძნობაც არ აქვთ. დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლის და ტვ პირველის სასამართლო პროცესის მოსამზადებელი პროცესი გაიმართა.

სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტს ჩემთან ერთად მყოფი პატრულ-ინსპექტორისა და მისი წარმომადგენელის ინტერვიუ ჩავაწერინე.

რა თქმაუნდა, მეც დავთანხმდი კომენტარის მიცემაზე. მას შემდეგ, რაც ჩასაწერად გავემზადეთ, ჟურნალისტისთვის პრიორიტეტული სხვა რესპონდენტი აღმოჩნდა. ოპერატორს დაყენებული კამერა მოახსნევინა და სასამართლოს შენობის გარეთ გაიქცა. მე მას ავუხსენი, რომ სამსახურში მეჩქარებოდა და დიდხანს ვერ დაველოდებოდი, მიუხედავად ამისა, მან ოპერატორთან ერთად ტერიტორია დატოვა.

ასე რომ, თუ ჟურნალისტი პრიორიტეტს სწორად ვერ საზღვრავს, არ მაქვს ვალდებულება მას ველოდო.

რაც შეეხება ჩვენებას, დიახ, ვადასტურებ, რომ დღეს მე გამოვიკითხე სასამართლოში და მივეცი ჩვენება.

ამ საქმეში კი რა იყო ტყუილი და რა მართალი ამას სასამართლო დაადგენს – დაველოდოთ.

P.S. ჩემი გაქცევის კადრებს ველოდები სიუჟეტში”, – წერს ქეთევან კოვზიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები