იუსტიციის მინისტრი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოში ისრაელის ელჩთან, რან გიდორთან შეხვედრისას ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო მწუხარება გამოთქვა.

„მკაცრად ვგმობთ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც განხორციელდა ისრაელში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“, – აღნიშნა მინისტრმა.

იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ რეგიონში სიტუაცია განიმუხტება და მოსახლეობა მშვიდობიან გარემოში ცხოვრების გაგრძელებას შეძლებს.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აუდიენციაზე მხარეებმა თანამშრომლობის სფეროები განიხილეს და სამომავლო პარტნიორობის გეგმები დასახეს.

ისრაელის ელჩმა რატი ბრეგაძეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. რან გიდორის განმარტებით, საქართველოსა და ისრაელს შორის თანამშრომლობა სამაგალითოა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები