ამირან გამყრელიძე: ჩვენი აიტი სამსახური მუშაობს, არავის დაეკარგება ,,სინოფარმის” აცრა და ვაქცინა დაეჯავშნებათ
“ჩვენი აიტი სამსახური ინტენსიურად მუშაობს, არავის დაეკარგება ,,სინოფარმის” აცრა და ვაქცინა დაეჯავშნებათ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კოვიდვაქცინის დაჯავშნისას საიტზე დაფიქსირებული ხარვეზის მიზეზებზე საუბრისას ,,ფეისბუქლაივის” დროს განაცხადა.
მისი თქმით, თუ ხარვეზი ,,ასტრაზენეკას” ვაქცინის დაჯავშნის დროსაც დაფიქსირდება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის აიტი სამსახური ამ პრობლემასაც აღმოფხვრის.
„ჩვენი აიტი სამსახური ინტენსიურად მუშაობს. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, არავის დაეკარგება ,,სინოფარმის” აცრა და ვაქცინა დაეჯავშნებათ. ტექნიკასთან გვაქვს საქმე და, სამწუხაროდ, ხდება. ვსწავლობთ ხარვეზის გაჩენის მიზეზებს. რამდენიმე თვეა, ეს პორტალი მუშაობს და ამ ტიპის დაბრკოლება არ ყოფილა, ეს შესასწავლია,“ – განაცხადა გამყრელიძემ.