გიორგი ღიბრაძე „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი, გიორგი ღიბრაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა.

„თავს ვგრძნობ ძალიან კარგად. ვაქცინაციის მნიშვნელობაზე არაერთხელ აღინიშნა უკვე და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ერთადერთი თუ არა, ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი საშუალება, რომელიც ჩვენ შესაძლებლობას მოგვცემს, მომავალში დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, რა თქმა აუნდა, სოციალური დისტანციის, პირბადისა და სხვა რეგულაციების დაცვით“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები