კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 359, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 84, იმერეთში – 81
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარაში- 79, იმერეთში – 81, ქვემო ქართლში – 56, შიდა ქართლში – 13, გურიაში – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 30, მცხეთა-მთიანეთში – 41, სამცხე-ჯავახეთში – 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 429, აჭარაში – 444, იმერეთში – 520. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 95, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 15. 710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 – თბილისში, 342 – აჭარაში. 10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.