საქართველოში კორონავირუსით კიდევ 16 ადამიანი გარდაიცვალა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 379 პირი ემსხვერპლა.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 31 982 კვლევა ტესტით, მათ შორის 20 394 კვლევა ანტიგენის ტესტით და 11 588 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 776 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 326 441-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.43 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.56%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 4.79%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 329 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 306 264-მდე.