ქართული დიასპორის ლიდერმა დავით ცეცხლაძემ, ქალაქ კაზანის გიმნაზიაში, დაღუპული ბავშვებისა და გიმნაზიის თანამშრომლების მშობლებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა

რუსეთში ქართული ფედერალური ეროვნულ-კულტურული ავტონომიის პრეზიდენტმა დავით ცეცხლაძემ ქალაქ კაზანის გიმნაზიაში დაღუპული ბავშვებისა და გიმნაზიის თანამშრომლების მშობლებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

“ვიზიარებთ თქვენს ღრმა მწუხარებას, თქვენი შვილებისა და ახლობლების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. გამოვთქვამთ გულწრფელ, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას, თქვენი განუზომელი ტრაგედიისა და გულისტკივილის გამო. კაზანი, ხომ ყოველთვის ითვლებოდა მშვიდობის, მეგობრობისა და ურთიერთ გაგების ქალაქად”, – აღნიშნა ცეცხლაძემ.

ТАСС-ის ბოლო მონაცემებით,2021 წელს 11 მაისს, კაზანის 175 სკოლაში , მოხდა სროლა, დაზარალებულთა რიცხი დგინდება. სკოლაზე თავდასხმა მოაწყო 19 წლის ახალგაზრდამ, რომელიც მოქმედებდა მარტო. ის მალე დაკავებული იქნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები