ისრაელში საქართველოს საელჩო ქართველებს აფრთხილებს: 18:00 საათიდან შესაძლებელია, დაიწყოს სარაკეტო იერიში, თავს გაუფრთხილდით

ისრაელში საქართველოს საელჩო მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ადგილობრივი დროით 18:00 საათიდან შესაძლებელია, ღაზას სექტორის მხრიდან სარაკეტო იერიში განხორციელდეს ქვეყნის ცენტრის მიმართულებით.

კერძოდ, იერიში მოსალოდნელია აშკელონში; აშდოთში; ბეერ-შევაში; შდეროთში. ასევე, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერაშ, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

“კვირა” საელჩოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“18:00 სთ-დან შესაძლებელია, დაიწყოს სარაკეტო შეტევა ისრაელის ცენტრის მიმართულებით.

აშკელონი; აშდოთი; ბეერ-შევა; შდეროთის გარდა, საფრთხის ქვეშაა იავნე, გადერა, ხოლონი, ბათ იამი, რიშონ ლეციონი, თელ ავივი, ბნეი ბრაკი, გივატაიმი, რამათ განი, რამათ ავივი, ლოდი, რამლე, ჰერცელია, კფარ შმარიაჰუ.

გთხოვთ, დაბრუნდეთ საცხოვრებელ ადგილებში. თავი შეიკავეთ ღია სივრცეში ყოფნისგან. განგაშის დროს შედით თავშესაფარში ან საცხოვრებელი შენობის კიბის უჯრედში. გაუფრთხილდით თავს”, – ნათქვამია საქართველოს მოქალაქეებისადმი მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები