ალეკო ელისაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი – ასეთი მავნებელი პოლიტიკური ძალა დარჩეს ქუჩაში და ჩაიფერფლოს, ისინი იმსახურებენ ამას
“პარლამენტში თუ არ შემოვლენ, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია მავნებელი პოლიტიკური ძალაა.
“ნაციონალური მოძრაობის” პოზიცია ყველაზე უსინდისო პოზიციაა იმიტომ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, მაგრამ ამ დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გამოვიდნენ გიორგი რურუა და ნიკა მელია. ახლა იძახიან, ახლა შევალთ პარლამენტშიო, ასეთი უსინდისობა არ მომისმენია არასდროს ქართულ პოლიტიკაშიც კი. თუ არ შემოვლენ, ამ ქვეყნისთვის იქნება უკეთესი, რომ ასეთი მავნებელი პოლიტიკური ძალა დარჩეს ქუჩაში და ჩაიფერფლოს, ისინი იმსახურებენ ამას”, – განაცხადა ელისაშვილმა.