რომან ბოკერია: “ჯორჯიან ეარვეისი” თბილისი-თელ-ავივი-თბილისის რეისს შეასრულებს
“დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი არის გახსნილი და ჩვენ, “ჯორჯიან ეარვეისი” შევასრულებთ ჩვენს რეისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით”, – ამის შესახებ ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი, რომან ბოკერია აცხადებს.
მისივე თქმით, რეისი 19:10 საათზეა დანიშნული.
“დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი არის გახსნილი და ჩვენ, “ჯორჯიან ეარვეისი” შევასრულებთ ჩვენს რეისს თბილისი-თელ-ავივი-თბილისი. 19:10 საათზე მიფრინავს ჩვენი თვითმფრინავი. აქედან მიჰყავს 19 მოქალაქე, იქედან კი ისრაელის 166 მოქალაქე ჩამოფრინდება”, – აცხადებს ბოკერია.
ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს.