თენგიზ ცერცვაძე: ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია

“ამჟამად, მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროა უფრო მეტი აქტივობა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 68 ათასი ადამიანი.

„ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის სერიოზული პროცესი დაიწყო. ამჟამად, მოსახლეობის აქტივობა ნორმალურია, დამაკმაყოფილებელია, თუმცა, საჭიროა უფრო მეტი აქტივობა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში აცრილია 68 ათასი ადამიანი. ესაა მოზრდილი მოსახლეობის 2,5%, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში დამაკმაყოფილებელია. ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნეზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 000 ადამიანი უნდა აიცრას. გუშინ აიცრა 4 800“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები